ქუთაისში ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დაჭრა

ქუთაისში ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დაჭრა

ქუთაისში ურთიერთშელაპარაკებისას ორმა ახლაგაზრდამ ერთმანეთს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევაწუხელ თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მედიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დაჭრილებს პირველადი დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი სახლში გაწერეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. საქმე 118-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს