სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას შორის ერთსაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რუსეთ-აფხაზეთს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.
"აფსნი.რუ"-ს ინფორმაციით, კონკრეტულად მათ სავაჭრო-ეკონომიკურ, სამართალდამცავ და საინვესტიციო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბრის მთავარი თემა კი "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გასული წლის ნოემბერში გაფორმებული "შეთანხმების" რეალიზების საკითხი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დეტალებზე შაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.