აშშ-მა  ოქტომბერში, საქართველოში,

აშშ-მა ოქტომბერში, საქართველოში, "აბრეშუმის გზის" ფორუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მორიგი შეხვედრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. დოკუმენტში  ნათქვამია, რომ აშშ-მა  დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა  და განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ  „აბრეშუმის გზის ფორუმში“.“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დადებითად შეაფასეს  ურთიერთმიღწევები საექსპერტო დონის სავაჭრო დისკუსიების კუთხით და შეთანხმდნენ, რომ მსჯელობას გააგრძლებენ ქვეყნებს შორის  ვაჭრობის და ინვესტიციების გასაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებზე, მათ შორისაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა“,-აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც  4 მაისს შედგა,  საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კურტ ტონგი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, ჯონათან კატცი და კომერციის მდივნის თანაშემწის აღმასრულებელი მოადგილე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში მაიკლ ლალი.

ეკონომიკის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ორმხრივი ურთიერთობება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიულოცა მნიშვნელოვანი პროგრესი იმ რეფორმების განხორციელებაში, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად მოითხოვდა  და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით გამოვლინდა საქართველოს მიღწევების გაგრძელება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების განსახორციელებლად. შეერთებულმა შტატებმა, ასევე, გამოთქვა მუდმივი მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დანერგვაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კუთხით.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა "საქართველო 2020" ეკონომიკური სტრატეგია, რომლის  განახორციელებაც საქართველოს, კერძო სექტორის მუდმივი  კონსულტაციის  ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ურჩია. სამუშაო ჯგუფმა, ასევე განიხილა ორმხრივი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობაში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობაში, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიწოდების დივერსიფიკაციაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ინოვაციასა და მეწარმეობაში.

 ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიღწევებს  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაძლიერებაში, შრომითი უფლებებისა და საინსპექციო მექანიზმების  დაცვაში, კონკურენციის კანონის განვითარებაში და დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტოს დაარსებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს საქართველოს, როგორც რეგიონული ბიზნესის, ვაჭრობის და ლოგისტიკის კერის ეკონომიკური როლის ზრდას  და მის წვლილს სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპისა და აზიის ბაზრების  დამაკავშირებელი, აბრეშუმის გზის გასწვრივ არსებული დასავლეთ-აღმოსავლეთის სავაჭრო გზების განვითარებაში.  მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მზარდი თანამშრომლოა  სავაჭრო დერეფანში არსებული რეგიონული საკანონმდებლო შეზღუდვების  თავიდან ასაცილებლად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა  და განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ  „აბრეშუმის გზის ფორუმში“.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დადებითად შეაფასეს  ურთიერთმიღწევები საექსპერტო დონის სავაჭრო დისკუსიების კუთხით და შეთანხმდნენ, რომ მსჯელობას გააგრძლებენ ქვეყნებს შორის  ვაჭრობის და ინვესტიციების გასაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებზე, მათ შორისაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ისინი მიესალმნენ ვაშინგტონში 29 ივნისს დაგეგმილი ორმხრივი „მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის“ შეხვედრის გამოცხადებას. სამუშაო ჯგუფი, ასევე, მიესალმა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ჩატარებულ, აშშ-ს წარმატებულ სავაჭრო მისიას და  „მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის“ პარალელურად დაგეგმილი საქართველოს სავაჭრო მისიის მნიშვნელოვნება აღნიშნა. აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გასაგრძელებლად, სამუშაო ჯგუფი მოწოდებულია, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები და გაცვალოს იდეები ეკონომიკური რეფორმების შესახებ და კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობების მხრივ.

სტრატეგიული პარტნიორობის კომისია არის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვის და გაღრმავების ძირითი მექანიზმი. კომისიის ფარგლებში  არსებული ოთხი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიული პარტნიორობის წესდებაში. ესენია: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა და  საერთაშორისო და კულტურული გაცვლები.

http://thediplomat.com/2015/05/chinas-growing-presence-in-georgia/