საპარლამენტო უმრავლესობას არ უკვირს, რომ ოპოზიცია მთავრობას არ ენდობა. ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ რარიბაშვილის მთავრობას ნდობის რესურსი ამოწურული არ აქვს:
“გასაკვირი იმაში, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს, არაფერი არ არის, ეს არის პოლიტიკის ანი და ბანი. რაც შეეხება იმას, ნდობაგამოცხადებული მთავრობა როგორ გააგრძელებს მუშაობას, ეს მათზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ უკვე მესამედ ვუცხადებთ ნდობას, და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ჯერ ნდობის რესურსი ამოწურული არ აქვს.“ აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.