"პრემიერის მთელი გამოსვლა იყო ერთი დიდი ტყუილი... ეს მთავრობა არც თუ ისე შორეულ მომავალში საერთოდ წავა”

მთავრობის შემადგენლობას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესბოაში ამბობენ, რომ პრემიერის გამოსვლა პარლამენტში იყო ტყუილი. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ქვეყანას საქმის მკეთებლი პროფესიონალები სჭირდება და არა მარიონეტები:

"პრემიერის მთელი გამოსვლა იყო ერთი დიდი ტყუილი, რომელსაც ის ყვებოდა. საქართველოს სჭირდება პროფესიონალები, კომპეტენტური ადამიანები, უნარიანები, საქმის მკეთებლები, ხალხზე მზურნველები, მაგრამ მარიონეტები ვერასდროს ვერ იქნებიან ასეთი ადამიანები. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობის ამ შემადგენლობას და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ეს მთავრობა არც თუ ისე შორეულ მომავალში საერთოდ წავა” განაცხადა გიორგი ვაშაძემ.