ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდეტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას

,,დღეს იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვალდებულება და 7-დღიანი პერიოდი გამოიყენა , რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრი, შეხედულებაა და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და  აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და მთავრობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთჳ  კვირით გადადო.