ირაკლი ღარიბაშვილი - გიგლა აგულაშვილი არის კარგი მენეჯერი და მინისტრის თანამდებობაზე წარმატებული იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი - გიგლა აგულაშვილი არის კარგი მენეჯერი და მინისტრის თანამდებობაზე წარმატებული იქნება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიგლა აგულაშვილს აქვს პარლამენტში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. 

როგორც ღარიბაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენაზე განაცხადა, აგულაშვილი არის კარგი მენეჯერი და გარემოს დაცვითი მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია. 

"ბატონი გიგლა პროფესიით არის იურისტი. პარლამენტში მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მას გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი არის კარგი მენეჯერი, ამ მიმართულებით ბატონ გიგლას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია და ეს აისახებოდა მის საკანონმდებლო საქმიანობაშიც. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გიგლას საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე იქნება ნაყოფიერი და წარმატებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.