"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, დეპუტატ დავით ბერძენიშვილის თქმით, "რესპუბლიკელებმა" იციან, ვინ დაინიშნებიან მინისტრებად.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. "რესპუბლიკელებმა" იციან, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი და ზოგადად მთავრობაში. ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ, დაელოდეთ რამდენიმე საათს", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, მინდია ჯანელიძე შესაძლოა თინა ხიდაშელმა შეცვალოს.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.
როგორც პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება - სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.