"მოქალაქის" და "საზოგადოება 2030"-ის კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის საკითხებს განიხილავენ

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ორგანიზაცია "მოქალაქის" და "საზოგადოება 2030"-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია, რომლის სახელწოდებაა "საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და გამოწვევები – მიღწევები, პრობლემები, რისკები, პერსპექტივები", ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოს ეკონომიკის მიღწევებს, ეკონომიკური განვითარების არსებულ შესაძლებლობებს, ძირითად პრიორიტეტებს. ასევე, განიხილება სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, მიზეზები და გამოსავალი.

კონფერენციას ესწრებიან საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ფონდ "ქართუს" თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, "საზოგადოება 2030"-ის წევრები, კონფერენციას ესწრება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე.