მთავრობის ადმინისტრაციაში დეპუტატები თედო ჯაფარიძე და მანანა კობახიძე მივიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მათი მისვლა მინისტრების საკითხს არ უკავშირდება.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში ის პრემიერ-მინისტრთან სტუმრად იმყოფება.
"ნიდერლანდების პარლამენტის თავმჯდომარეა ჩამოსული საქართველოში და მასთან ერთად ვესწრები შეხვედრას", - განაცხადა კობახიძემ.
იგივე აღნიშნა თედო ჯაფარიძემაც, რომ ისიც ამავე შეხვედრას ესწრება.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, მანანა კობახიძემ და თედო ჯაფარიძემაც აღნიშნეს, რომ ნდობის გამოცხადების პრობლემა არ იქნება.
როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა და შესაძლებლობა აქვს, ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადოს.