“Metallica” როკ-ფესტივალს ჩაატარებს

“Metallica” როკ-ფესტივალს ჩაატარებს

ორი დღის წინ პოპულარულმა ჯგუფმა “Metallica” საკუთარ ვებ-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია განათავსა. მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს ჯგუფი როკ-ფესტივალს ჩაატარებს. მისი სახელწოდებაა “Orion Music + More”.

ეს ღონისძიება ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ-სიტიში გაიმართება.

უკვე ცნობილია იმ 16 ჯგუფის ვინაობა რომლებიც ატლანტიკ-სიტიში დამონტაჟებულ სცენაზე გამოვლენ. ესენი არიან: “Arctic Monkeys”, “Avenged Sevenfold”, “Modest Mouse”, “The Gaslight Anthem”, “Cage The Elephant”, “Fucked Up”, “Best Coast”, “Hot Snakes”, “Titus Andronicus”, “Lucero”, “The Black Angels”, “The Sword”, “A Place To Bury Strangers”, “Liturgy”, ჰარი კლარკი უმცროსი და როკი ერიქსონი.

რასაკვირველია ფესტივალზე “Metallica”-საც ვიხილავთ. პირველ დღეს ჯგუფი 1991 წელს გამოცემულ ნამუშევარში “Black Album” განთავსებულ ყველა კომპოზიციას შეასრულებს, მეორე დღეს კი 1984 წელს ჩაწერილ დისკში “Ride The Lightning” შესულ სიმღერებს.