პუტინმა სომხების გენოციდი აღიარა

პუტინმა სომხების გენოციდი აღიარა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდს უწოდებს. სომხეთის დედაქალაქ ერევანში დღეს გენოციდიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ, მემორიალურ ღონისძიებას კრემლის ლიდერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდიც დაესწრებიან.

მილიონნახევარი ადამიანი, რომლებიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მასობრივ მკვლელობებს ემსხვერპლნენ, გუშინ სომხურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.