ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

საქართველოს მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ხვალიდან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან წვიმაა ნავარაუდევი, ხვალიდან კი გამოიდარებს. ტემპერატურა ხვალ დღისით +13 +18, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ +14 +19, ღამე 0 +5 გრადუსი იქნება.

თბილისში დღეს მოსალოდნელია ქარი 17-22 მეტრი წამში, ტემპერატურა 12 გრადუსია ნავარაუდევი. ხვალ კი ამინდი დედაქალაქშიც გაუმჯობესდება და ტემპერატურა დღისით +18 ღამე +3 გრადუსი იქნება.