დღის ბოლოს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ხალხთა შორის მეგობრობაზე ისაუბრეს.
ოფიციალურ სადილს საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციებიც დაესწრნენ. შესრულდა საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.