საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.
დღეს ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად ალექსანდრე ლუკაშენკომ და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციამ სამების საკათედრო ტაძარი მოილოცეს.