აფხაზეთის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი ადგილობრივ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს

აფხაზეთის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი ადგილობრივ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს

აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დეფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებასა და სახელისუფლებო ორგანოებს არ ენდობა. ამას ადასტურებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეროვნული ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელსაც გამოცემა "აფსნი.რუ" ავრცელებს.

აპრილის პირველ კვირაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, რომლის დროსაც შვიდივე რაიონში 520 ადამიანი გამოიკითხა, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 82 % მიიჩნევს, რომ აფხაზეთს კორუფცია საფრთხეს უქმნის, 84,3% მოსახლეობის არ ენდობა რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს, 85,6 % კი უნდობლობას უცხადებს ადგილობრივ ხელისუფლებას.

ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დეფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას უკვე გადასცა.