ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ირაკლი ღარიბაშვილი ბელორუსში მიიწვია

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ირაკლი ღარიბაშვილი ბელორუსში მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს და სამთავრობო დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასაპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ ბელორუსიის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სამშობლოში მიიწვია.

ოფიციალური სადილის დაწყებამდე, სტუმრებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.