შრომის ინსპექცია დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება

შრომის ინსპექცია დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება

შრომის ინსპექცია უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება. გადამზადებას პირველ ეტაპზე 25 ადამიანი გადის.

"გადამზადების ხანგრძლივობა დაახლოებით თვენახევარია. შესაბამიასდ, ივნისიდან მზად იქნებიან, ინსპექტირება დაიწყონ. ინსპექტირების ფორმატი სტანდარტული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. შეფასება საერთაშორისო სტანდარტის პროტოკოლით მოხდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს გაწეული საქმიანობის ანგარიშით დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოუსმინეს.