გალში სროლას ორი აფხაზი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა

გალში სროლას ორი აფხაზი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ სიდაში სროლას ორი აფხაზი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეტაკება რუს ოკუპანტებსა და აფხაზ მესაზღრეებს შორის მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებს აფხაზი მესაზღვრეების ავტომობილი ქართველი პარტიზანების ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცლილია ორი აფხაზი მესაზღვრე, ხოლო დაჭრილია ორი მათგანი. სოფლის შესავლელი გადაკეტილია და სპეცდანიშნულების რაზმია შეყვანილი.