კითხვაზე, რას გულისხმობდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო როდესაც საქართველს, ბელარუსისა და რუსეთის ერთ ოჯახში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობდა, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე პასუხობს, რომ საუბარი "სხვა რამეზე" იყო და ბელარუსის პრეზიდენტი ხალხებს შორის ურთიერთობებს გულისხმობდა.
"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არავინ არსად დაბრუნებას არ აპირებს. საუბარი იყო სხვა რამეზე, რაც შემდეგ განმარტა ბელორუსის პრეზიდენტმა და თქვა, რომ ხალხებს შორის მტრობა არ არსებობს და პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკოსების მიერ და შესაძლებელია სწორედ ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი იქნას გამოყენებული პოლიტიკური პრობლემების მოსახსნელად", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.