ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს უსმენენ, მცირე დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ყოფილ წევრს მანანა ჯებაშვილს სხდომის დატოვება სთხოვა.

სხდომაზე ჯებაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიმართ განაცხადა, რომ მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სფერო ისე წარმოაჩინა, თითქოს შვედეთზე საუბრობდა.

"თქვენს მიმართ ის პრეტენზია მაქვს, რომ სიტუაციას ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს, შვედეთის ჯანდაცვის მინისტრი ხართ. პრობლემები ისევ ბევრია", - მიმართა ჯებაშვილმა სერგეენკოს.

ჯებაშვილის მოსაზრება ხუნდაძემ გააპროტესტა. კამათისას ხუნდაძემ მოუწოდა ჯებაშვილს, რომ სხდომა დაეტოვებინა.