საქართველო და ბელორუსი ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას ადასტურებენ

საქართველო და ბელორუსი ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას ადასტურებენ

საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, სადაც მხარეები სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო და ბელორუსი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას ადასტურებენ.

დოკუმენტში ასევე ასახულია ის საკითხები, რომლებზეც 2 ქვეყნის პრეზიდენტები და სახელმწიფო დელეგაციები შეთანხმდნენ.

„მიდგომათა მსგავსობის ხაზგასმით საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებში, მხარეებმა დაადასტურეს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშრისო სამართლებრივი ნორმები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ერთგულება. ემხრობიან გაერო-ს როლის გამყარებას მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში, თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას. მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას საერთაშორისო, უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში ძალების კოორდინაციის ჩათვლით საერთაშორისო ტერორიზმთან, ტრანსეროვნულ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების არაკანონიერ მიმოქცევასთან, ხალხით ვაჭრობისა და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელი ბელორუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს.

გარდა ამ დოკუმენტისა, ხელი მოეწერა სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობისა და მეცნიერებათა აკადემიებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.