როგორ გავხდე მინისტრი! - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდეტი რომან გოცირიძე წერს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ:
" ჯერ მოადგილე უნდა გახდე. ამისთვის საჭიროა რაიმე გასაოცარი იდეის გახმოვანება, მაგალთად, უნდა თქვა, რომ ბევრი ტურისტი ქვეყნისთვის მავნებელია. შემდეგ მინისტრს ძირი უნდა გამოუთხარო. მერე სავალუტო ფონდს უნდა დააბრალო, რომ მოსყიდულები არიან. თუ დაამატებ, რომ ნაციონალებისაგან, ეს პროცესს უფრო დააჩქარებს. შეგიძლია ხანდახან კორუფციასთან მებრძოლადაც წარმოაჩინო თავი. ოღონდ არავის აწყენინო. რა იცი, ვის ინტერესებს შეეხები. აქ მთავარია სიტყვა და არა საქმე. მერე გაიტრუნე ცოტა ხანს და ტუზიც ნიუტონის ვაშლივით დაგეცემა თავში",-წერს გოცორიძე