მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული  არასამთავრობო ორგანიზაციები დასახელდა

მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები დასახელდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში (N002-2015)  გამარჯვებული 2 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა. აღნიშნულ ორგანიზაციებზე 2 გრანტი გადანაწილდა, რომელთა  საერთო ღირებულებაც 50 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო პროგრამა გულისხმობს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის იურიდიული დახმარების გაწევისა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადები,  სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად,  საგრანტო კომისიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები:

იურიდიული დახმარების დაფინანსება - ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“

საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება - ა(ა)იპ „ვიპიარ ჯგუფი“

„საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამის ფარგლებში, 340 000 ლარის ოდენობის 12 გრანტი 9 არასამთავრობო ორგანიზაციაზე უკვე განაწილდა.