პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  ბელარუს კოლეგას მასპინძლობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უწევს.

ოფიციალურ ცერემონიაზე ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს  სახელმწიფო  ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც  პრეზიდენტებმა  საქართველოს  სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს  და წითელ ხალიჩასთან  განლაგებულ საპატიო  ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში  მოხდა ბელარუსის რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გაცნობა. სახელმწიფო ჰიმნები  საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა  შეასრულა.

საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან ერთად,    დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები  და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ:  საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე.

ხოლო ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან : ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი,  საგარეო საქმეთა მინისტრი  ვლადიმერ მაკეი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი, საოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრი მიხაილ ჟურაკოვი და მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.