უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სურს. ამის შესახებ პოროშენკომ ფრანგული ტელეკომპანია iTele-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი თავად უკრაინის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. 

"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ფუნდამენტურია, მე რეფერენდუმის ორგანიზებას ვაპირებ, გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რეფერენდუმის ჩატარების დრო უცნობია. უკრაინის მთავრობას აღნიშნული საკითხი ოფიციალურად ჯერ არ გადაუწყვეტია.