ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი და საკრებულოს დეპუტატი ზაზა ვეკუა ამბობს, რომ დავით ნარმანიამ, როგორც დედაქალაქის მერმა და ხელმძღვანელმა პირმა სრულად უნდა გაითავისოს საკუთარი უფლებამოვალეობები და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები. ვეკუა „პირვე რადიოსთან“ საუბარში ჯოკია ბოდოკიას სკანდალსაც იხსენებს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ შსს-ს ბოლომდე უნდა მიყოლოდ ბოდოკიას კვალს, იმისთვის რომ გამოვლენილიყო მისი თანამზრახველი.
„მე მაშინაც ვთქვი, როდესაც მოხდა პირველი კორიფციული გამოვლინება, შსს-მ როდესაც დააკავა ჯოკია ბოდოკია, ეცლიათ ვისთან აიტანდა მერიაში და ყველაფერი იქნებოდა ნათელი ვინ აიღო ქრთამი და ვინ მოკიდა ამ ფულს ხელი. თუ უწყებაში სადაც მუშაობენ ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ გარეული, ამას უკვე ვერავინ ვერ განსაზღვრავს. ზოგადად ერთი რამე ფაქტია, რომ დედაქალაქის მერია სკანდალებიდან ვერ გამოვიდა. იმის მაგვრად, რომ საქმე აკეთონ და თბილისს რაღაცა დაეტყოს, ყოველდღიურ სკანდალებშა. ეხლა რაღაც ცოტა მიწყნარდა. მოხდება მონიტორინგი, ჩვენც ვნახავთ თუ რა კეთდება, როგორ კეთდება, ჩვენ ნამდვილად ვართ განწყობილი სათანამშრომლოდ, ნამდვილად გაგვიხარდება ამ ქალაქში კარგი, ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება გალამაზდეს, კეთილმოეწყოს დედაქალაქი და ის თანხა, რომელიც შეგვაქვს დედაქალაქის მაცხოვრებლებს ქალაქის ბიუჯეტში მოხმარდეს ქალაქს. მე ნაკლებად მგონია, რომ ბატონი დავითი იყოს რაღაც გარეგებებში გარეული, უბრალოდ ჩვენ მას პასუხს ვთხოვთ, როგორც ხელმძღვანელ პირს, რომელიც პასუხს ვერ გვცემს. როდესაც ის მობრძანდა, ჩვენ ვუთხრით კიდეც და გვქონდა ამაზე საუბარი, რომ ის არის პასუხისმგებელი, მან უნდა მოითხოვოს, უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, აღარ უნდა უყუროს ვის თავსაა მოხვეული ესა თუ ის პიროვნება, მოხსნას, გაათავისუფლოს, ვიღაცა დააწინაუროს და მან გაიგოს, რომ არის დედაქალაქის არჩეული მერი, ეს არის ერთადერთ გამოსავალი, რაც სწრაფად იზამს შეიძლება გადავარჩინოთ დედაქალაქი მომავალ სკანდალებს, თუ არა და ისევ ჭაობში ჩავეფლობით,“- განაცხადა ზაზა ვეკუამ „პირველ რადიოსთან“ საუბარში.
285
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85