"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით, ბათუმის საკრებულოში ხელფასებისა და პრემიების გაცემის რაოდენობას აქვეყნებს. ამ პერიოდში ბათუმის საკრებულოში პრემიის სახით 70 ათას 80 ლარია გაცემული. ყველაზე მაღალი პრემია საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს აღებული 4125 ლარი.შემდეგ მოდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 3525 ლარი, 3000 ლარის პრემია აქვს აღებული საფინანსო და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეს თენგის აფხაზავას, ამდენივე აქვს აღებული იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს , ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ლაშა სირაბიძეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი დარჩიას და განათლებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო ბერაძეს. ამავე რაოდენობის პრემიები აიღეს ფრაქციის თავმჯდომარებმა- თამაზ თურმანიძემ, თეიმურაზ ყურაშვილმა, კობა ჩხეიძემ , გიორგი კირთაძემ და გიორგი ცინცქილაძემ. პრემიები გაიცა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზეც, მათგან ყველაზე მაღალი პრემია აპარატის უფროსმა პარმენ მგელაძემ 1650 ლარი აიღო, ყველაზე დაბალი პრემია კი დაბალი კატეგორიის სპეციალისტზე გაიცა და ის 200 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით ბათუმის საკრებულოში პრემიებისა და ხელფასის სახით 243 ათას 106 ლარი გაიცა.
შეგახსენებთ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს.
379
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85