დუშეთი, „სახლის პატრონი“, პრეზიდენტი და კობახიძე

დუშეთი, „სახლის პატრონი“, პრეზიდენტი და კობახიძე

პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმვალობაში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთბულ განცხადებებს და თემის ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი და კითხვაზე უნდა გადავიდეს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან, ათონელის რეზიდენციაში მიიჩნევს, რომ ეს პრეიზდეტის გადასაწყვეტი, და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიროს მან, ყველამ პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას. გია ხუხაშვილი თემასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანს ირაკლი კობახიძეს ფუფუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვისაც აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ვინც გიორგი მარგველაშვილს პირადად იცნობს და ვინც მისი ცხოვრების წესი იცის კომფორტზე ლაპარაკი მისი მისამართით ძალიან უსამართლო.

"ეს აჟიოტაჟი და სპეკულირება იმ თემებით თითქოს მას რაღაც ფუფუნება უყვარს, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვფიქრობ დროა მედია დაინტერესდეს სად და რა პირობებში ცხოვრობს გიორგი მარგველაშვილი და რამდენად არის მიდრეკილი ფუფუნებისკენ, გამოდის რომ ყველაფერი თავდაყირა დგება ანუ ადამიანისთვის რაც არის ყველაზე ძვირფასი და სათუთი იმას უყენებენ ბრალდებად, სამწუხაროდ საზოგადოება საერთოდ ხშირ შემთხვევაში უსამართლოა და ალბათ ამასთან გვავქს საქმე.პრეზიდეტის რეზიდენციაში ის მხოლოდ მუშაობს და მუშაობს არა იმიტომ რომ ის გიორგი მარგველაშვილია არამედ იმიტომ, რომ ქვეყანას შესაბამის დონეზე წარმოადგენდეს პრეზიდეტის ინსტიტუტი.. დამერწმუნეთ, რომ მას ბევრად უფრო მეტად უყვარს დუშეთში თავის სახლში ყოფნა, მას თბილისში სახლიც არ აქვსს და როგორც კი საშუალება აქვს იქ ატარებს თავის ძირითად დროს, ეს არის რაელობა და გამოდიან ამ დროს ვიღაც პარტიული კონსტიტუციონალისტები, თან კონსტიტუციას იშველებენ და პრეზიდენტის ინსტიტუტი კვადრატულ მეტრებში გადაჰყავთ, ეს არის ყოვლად წარმოუდგნელი რაღაც, მე აღმასრულებელი მდივანი მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში "ქართული ოცნების". კობახიძის განცხადებები ყოვლად უსაგნოა , რა შუაშია კონსტიტუცია, თურმე კონსტიტუციურად პრეზიდეტის სტატუსს უფრო შეესაბამება ათონელის სასახლე, რომელმა კონსტიტუციამ გადაიყვანა ეს კვადრატულ მეტრებში ძალიან მაინტერესებს. ეს ძალიან ცუდათ გამოიყურება, მითუმეტეს გიორგი მარგველაშვილის კომფორტზე ლაპარაკი ეს არის ძალიან უსამართლო. ვინც მას იცნობს და ისიც მისი ცხოვრების წესი კომფორტზე ლაპარაკი ძალიან უასამართლოა, დამერწმუნეთ არცერთ ჩვენთაგანზე მეტად არ არის მიდრეკილი თუ ნაკლებად არა. რეალურად თუ მიზანია ის რომ პრეზიდეტს აჩვენონ ვინ არის" სახლში პატრონი" და თავის ადგილზე და კუთხეში დააყენონ და ძალის დემონსტრირება მოხდეს, ეს ლოგიკა ძალიან სასაცილო და ბავშურია, რომ ასე იმოქმედონ. რას ებრძვიან ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია , ჩემთვის გასაგებია რომ ვიღაცა კრიტიკულად იყო განწყობილი და პრინციპში ამის უფლება ყველას აქვს, იგივე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება ეს ყველაფერი გასაგებია, პირადად ადამიანებმა შეიძლება გამოთქვან მოსაზრება და იყვნენ უკმაყოფილო, მაგრამ ამის პოლიტიკაში გადაყვანა და პარტიის სახელით ლაპარაკი და მთავრობას თურმე რაღაცის უფლება აქვს ეს აბსოლუტურად არაადეკვატურია. ღარიბაშვილის განცხადებაც სხვათაშორის იყო ძალიან ადეკვატური და სწორი ანუ პრემიერ-მინისტრი კრიტიკულად არის განწყობილი პრეზიდეტის იქ ყოფნით, მაგრამ იქვე გამორიცხავს რაიმე ტიპის ქმედებებს ამასთან დაკავშირებით და ეს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, როდის გამოჩენილი და საიდან გამოჩენილი, საერთოდ გაუგებარია ამდენის უფლებას რომ აძლევს თავის თავს და პარტიის სახელით, რომ რაღაც სისულელებს აფრქვევს, ეს რა არის ვერ გავიგე",-აცხადებს გია ხუხაშვილი "პირველ რადიოსთან" საუბარში