"არასწორია ვსაუბრობდეთ კვადრატულ მეტრებზე, როდესაც გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს"

თითიდან გამოწოვილ აჟიოტაჟად აფასებენ "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტის სასახლის გარშემო ატეხილ ხმაურს. მაშინ როცა ქვეყანაში სხვა პრობლემებია, ეს საკითხი არ უნდა იყოს განსჯის მთავარი საგანი:

"პატივს ვცემ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, მეთაურის გადაწყვეტილებას და მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც დღეს არის შექმნილი არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი. შეუძლებელია და არასწორია ქვეყანაში მიმდინარეპბდეს საუბარი ამ თემაზე და ვსაუბრობდეთ კვადრატულ მეტრებზე მაშინ როდესაც გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს და გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ქვეყანაში ლარი" განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.