პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.
პრემიერმა ამ პოტენციალის შესახებ ბიზნესმენებთან პროექტ „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში გუდაურში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და ბიზნესმენებს ის დარგები გააცნო, რომელიც ასათვისებელია.
მისი თქმით, ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
„მათ შორის შეიძლება განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა მეხილეობა. ასევე შეიძლება რძისა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და სასათბურე მეურნეობების განვითარება. შეიძლება განვითარდეს მეკარტოფილეობა. კარტოფილზე გეტყვით, რომ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქთან მქონდა საუბარი და ყაზბეგში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კარტოფილი მოდის. ამ დროს ძალიან ცოტა რაოდენობის კარტოფილი მოყავს ადგილობრივ მოსახლეობას, არა და ამის პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშილმა.
მან რეგიონში წარმოების განვიარების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქალაქ მცხეთას ხილის გადამუშავების, წვენების წარმოების, საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობები აქვს.
„ყაზბეგში არის ლოჯისტიკური ცენტრის, მატყლის პროდუქციის წარმოების, ტრადიციული ხელსაქმის, მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების რესურსი, თიანეთში კი -ეკოლოგიურად სუფთა წვენების, ჯემების წარმოების