გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება

გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება

გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია მთავარ პროკურატურაში აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

ამასთან, როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქაჯაია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

ქაჯაიას მედიასთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, რომელი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უნდა მოხდეს მისი დაკითხვა.

ზურაბ ქაჯაიამ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ დაკითხვაზე გამოცხადებამდე უკრაინაში გამგზავრებას აპირებდა.

"მივფრინავდი უკრაინაში, ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც აფხაზეთში ვომობდი, დაიღუპა და მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვაპირებდი გამგზავრებას", - განაცხადა ზურაბ ქაჯაიამ.

როგორც ცნობილია, იგი აეროპორტიდან გუშინ პროკურატურაში დაკითხვაზე წაიყვანეს. ადვოკატ გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ქაჯაიას დაკითხვა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დღეს უნდა გაგრძელდეს.

ადვოკატის ცნობით, ქაჯაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხება.