გურჯაანში ვითარება კვლავ დაიძაბა

გურჯაანში ვითარება კვლავ დაიძაბა

გურჯაანის გამგეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" "ანტიკორუფციული კომისიისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. დაპირისპირება გამგეობის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენამ გამოიწვია. ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გამგეობის შენობაში მიდიოდნენ, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ. თუმცა, გამგეობის შენობასთან მობილიზებულმა "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა და სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვერცხები დაუშინეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ წუთებში ფრაქციის ოთახში რჩებიან. შენობაში მობილიზებულია "ქართული ოცნების" აქტივისტები და მათ გამოსვლას ელოდებიან.