იაპონიის საელჩოს შენობაზე წარწერა Gurujia Jojia-ათი შეიცვალა

იაპონიის საელჩოს შენობაზე წარწერა Gurujia Jojia-ათი შეიცვალა

იაპონიის მიერ საქართველოსთვის ოფიციალური დასახელების Jojia-თი (Georgia) შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ განცხადება გააკეთა. 
როგორც ელჩმა აღნიშნა, მოხარულია, რომ დღეიდან  საქართველოს დასახელება იაპონურ ენაში Gurujia-დან Jojia-თი (Georgia) შეიცვალა. 

"ამასთან დაკავშირებით ჩვენი მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი 15 აპრილს მიიღეს პარლამენტში და ძალაში დღეს შევიდა. ამიტომ საელჩოს აბრის ეს იაპონური ნაწილიც შეიცვალა - Gurujia-დან Jojia-თი (Georgia). ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვიღებდით თხოვნას. შარშან შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის დროს იაპონიის პრემიერ-მინისტრს ამ თხოვნით მიმართა. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს კარგი ბიძგია ჩვენი ურთიერთობებისთვის. იაპონიის საელჩო ძალისხმევას არ დაიშურებს ამ ურთიერთობების განვითარებისთვის", - განაცხადა ტოშიო კაიტანიმ. 

ელჩმა განცხადება ქართულ ენაზე წაიკითხა.