ასტანაში რუსეთის საელჩოში ხანძარი გაჩნდა

ასტანაში რუსეთის საელჩოში ხანძარი გაჩნდა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მდებარე რუსეთის საელჩოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უკრაინული ТСН იტყობინება. 

გავრცელებული ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას 50-ზე მეტი მეხანძრე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა. ცეცხლი საელჩოს ტერიტორიაზე სპორტულ დარბაზს გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამოწვევის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება. დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება.