ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იქნება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების წარმომადგენელთა შეხვედრა ანტალიაში 13-14 მაისს გაიმართება.
ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტული დაჯგუფების გააქტიურების შესახებაც იმსჯელებენ, რომელიც კერის თქმით, ნატო-ს სამხრეთ მოსაზღვრე ქვეყნებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.