პრემიერ–მინისტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს შეხვდა

ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

პრემიერ–მინისტრმა წარმატებები უსურვა ნოდარ ჯავახიშვილს მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.

ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შავლიაშვილი შეცვალა.