მომავალში შევეცადოთ, რომ პარტიულობა არ იყოს წყალგამყოფი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე მინისტრის მოადგილე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები იყვნენ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყველა თანამდებობის პირი უნდა განისაზღვროს მისი პროფესიონალური განათლებით, პრინციპულობით. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები უნდა შეირჩნენ ასევე კონკურსის წესით.
"მომავალში შევეცადოთ, რომ წყალგამყოფი არ იყოს პარტიულობა. შევეცადოთ, რომ მეტი პროფესიონალი მოვიდეს, თუმცა პარტიულობას მმართველი გუნდი თავისთავად ყურადღებას აქცევს და ცდილობს საკუთარი პარტიელები მეტი დაასაქმოს", - განაცხადა ივანიშვილმა.