ოსიაურთან ავარიის შედეგად ოჯახის წევრები დაიღუპნენ

ოსიაურთან ავარიის შედეგად ოჯახის წევრები დაიღუპნენ

ოსიაურთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად ასევე დაშავდა ორი პირი.

ავარიის დროს ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა, მამა და შვილი დაიღუპნენ.

ოსიაურთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ჯერ უცნობია ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.