პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უხერხულია საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტს იძულების წესით მოუწიოს გამოსვლა ავლაბრის რეზიდენციიდან.
ირაკლი ღარიბაშვილი ყველას სთხოვს, მსგავსი საუბრებისგან თავი შეიკავოს, თითქოს იძულების წესით მოხდება პრეზიდენტის გამოსახლება ავლაბრის რეზიდენციდან.
„როდესაც ვსაუბრობთ იძულების წესით გამოყვანაზე, ეს არის დამაკნინებელი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. გთხოვთ, ასე არ ისაუბროთ, რომ პრეზიდენტის გაყვანა იძულებით მოხდება. არამც და არამს მეგობრებო. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გადავა თუ არა ათონელზე. თუმცა მის ადგილას, მე გადავიდოდი. ეს საკითხი არ არის გაუგებარი. ამას არ სჭირდება სპეკულაციები. მარტივია, ვინაიდან ეს შენობა დასრულდა, დადგა საკითხი, რა უნდა ვუყოთ შენობას, რომელშიც სახელმწიფომ 28 მილიონი დახარჯა. ეს აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვაა“, - განაცხადა პრემიერმა.