დავით შავლიაშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. როგორც სერგეენკომ განმარტა, მის უწყებას რეგიონული განვითარების სამინისტროსთან რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით მოუწია მუშაობა.
"რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, დავით შავლიაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, მე არ ვიცი დეტალები. ეს ამბავი პრესიდან შევიტყვე. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობდა და ცალსხად მინდა გავუშვა ხაზი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის ნაყოფიერი იყო. არ გვქონდა არც ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს სამინისტროებს შორის მოუგვარებელი დარჩა. გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა და ჩემი შეხედულებით კარგი მინისტრი იყო", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.