დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის

დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე,  დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა.

მისივე თქმით, ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებით კონსულტაცია გუნდში უკვე გაიარა.

ნოდარ ჯავახიშვილი შავლიაშვილის მოადგილეა. შავლიაშვილმა კი, გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.