"არ ვიცი, არ გამიგია. ახლა გავიგე პირველად"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დავით შავლიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებითინფრასტრუქტურის მინისტრის ანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერისადმი მიმართვა აქამდე არ გაუგია და ახლა გაიგო პირველად. მისივე თქმით, მან არც მიზეზი იცის, თუ რატომ აპირებს თანამდებობის დატოვებას დავით შავლიაშვილი. რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამას პრემიერი გადაწყვეტს.