თუ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის პრეზიდენტიც

თუ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის პრეზიდენტიც

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის - პრეზიდენტიც , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა გადავიდეს თუ არა პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 10 000 კვ/მ-ის ფართობი უკავია, რაც ჭარბი ფასია.

"რომც არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა გვქონდეს", - განაცხადა ივანიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს.