„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა

„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გურჯაანის საჯარო მოხელეების სია წარადგინა.

საუბარია გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე, რომლებიც მისი თმით, გუშინ ანტიკორუფციული კომისიის წევრების ოფისიდან გამოძევებას ცდილობდნენ.

ბრიფინგზე დასახელდა 11 საჯარო მოხელე და ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომელი გიორგი ცანკაშვილი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სიმამრის ნათესავია.

დეპუტატმა „ქართული ოცნების“ გუშინდელ ქმედებას „ქართული ოცნების“ კრახი უწოდა და განაცხადა, რომ ანტიკორუფციული კომისია მუშაობას არ შეწყვეტს და დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს გააგრძელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გურჯაანში დღის განმავლობაში შეჩერებულ პროექტებს მოინახულებენ.