კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტის რეზოდენციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა, რადგან რეზიდენციას პრეზიდენტის უფლებებთან არანაირი კავშირი არ აქვს:
ვახუშტი მენაბდე- კონსტიტუციონალისტი
„კვადრატულობა და მოცულობა რეზიდენციის, არავითარ პირდაპირ კავშირში არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან. საერთოდ ის, რომ ამ საკითხზე ჩვენ გვიწევს მსჯელობა, ეს ძალიან არასერიოზულია იმიტომ, რომ არც ერთი თავმოყვარე ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამართავდა დებატებს არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში.“
კოტე ჩოკორაია -კონსტიტუციონალისტი:
„ეს მოქმედება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული ნაბიჯი, აშკარა ქმედება, იქიდან გამომდიონარე, რომ 2014 წლის ივლისში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედის წერილი, რომლითაც ეკითხებიან გადავა თუ არა ის სხვა შენობაში, პრეზიდენტის ადმნისტრაცია უარს აცხადებს და დღეს უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის კომენტარი გადის ეთერში ამის შემდეგ მთავრობა იწყებს პოლიტიკურ მოქმედებებს პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.“ აცხადებენ კონსტიტუციონალისტები.