გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ჯგუფი “The White Stripes”ყოფილმა ლიდერმა ჯეკ უაიტმა ჯგუფის დაშლის შემდეგ პირველი სოლო ალბომი ჩაწერა.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Blunderbuss” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 23 აპრილს გამოვა. მას ხმის ჩამწერი სტუდია “Third Man Records” გამოსცემს.
მუსიკოსმა ახალი ჩანაწერი ქალაქ ნეშვილში მდებარე სტუდიაში მოამზადა.
დუეტი “The White Stripes” გასული წლის 2 თებერვალს დაიშალა. ამ ჯგუფის გარდა ჯეკ უაიტი “The Raconteurs”-სა და “The Dead Weather”-თან ერთად გამოდიოდა. ამ ჯგუფებთან ერთად მუსიკოსმა ორ-ორი ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.