ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ჯგუფი “Guns N'Roses”-ის ყოფილმა გიტარისტმა სლეშმა ახალი სოლო ალბომი ჩაწერა. ამ ნამუშევრის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ის დღის სინათლეს მიმდინარე წლის 22 მაისს იხილავს.
ჩანაწერი მუსიკოსის ხმის ჩამწერ სტუდიაში “Dik Hayd International”-ში მომზადდა. დისკის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ სლეში და მისი ჯგუფი “Velvet Revolver” მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.
ახალი ალბომი სლეშმა ჯგუფი “Alter Bridge”-ს ვოკალისტ მაილზ კენედისთან ერთად ჩაწერა. მის გარდა ამ პროცესში პროდიუსერი ერიკ ვალენტაინი, მედოლე ბრენტ ფირჩი და ბას-გიტარისტი ტოდ კერნსიც მონაწილეობდნენ.
სლეშის პირველი სოლო ალბომი “Slash” 2010 წლის მარტში გამოვიდა. მის მომზადებაში მუსიკოსს “Guns N'Roses”-ის ყოფილი წევრები, აგრეთვე ოზი ოსბორნი, იგი პოპი, ფერჯი, იან ესტბერნი, კრის კორნელი, დეივ გროლი და კიდ როკი ეხმარებოდნენ. ეს ნამუშევარი ამერიკულ ჰიტ-აღლუმებში საპატიო მესამე ადგილზე გავიდა.
გასული წლის ნოემბერში სლეშმა საკონცერტო ჩანაწერი “Made In Stoke 24/7/11” გამოსცა.