ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგარიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ის კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. “პირველ რიგში უმთავრესია აღინიშნოს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება პირდაპირ შეხვედრებს და დიალოგს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და უპირობოდ იქნება გთვალისწინებული ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - განაცხადა ბაქრაძემ.