„ხვალიდან დაიწყება პროექტი, რომლის მიზანიც C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა იქნება“

„ხვალიდან დაიწყება პროექტი, რომლის მიზანიც C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა იქნება“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების პირველი პარტია მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვა.

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პრეპარატები პირველ რიგში იმ ადამიანების მკურნალობას მოხმარდება, რომელთაც ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ.

„ხვალ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილდეას“ შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალიდან უპრეცედენტო პროექტი რეალურად დაიწყება და მისი მიზანი იქნება ყველა დაავადებულის მკურნალობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შესაძლებლობები ეძლევა. მიმდინარე კვირის ბოლოს, პრეპარატების პირველი პარტია ჩამოვა. ეს არის 8 000 ფლაკონი, რომლითაც, პირველ რიგში მათ დავეხმარებით, ვისაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.